Apr 26, 2010

იაკობ ჯუღაშვილი: რაც უფრო ვშორდებით სტალინს, მით უფრო ვუახლოვდებით ჰიტლერს


რთი პიროვნების ორი სახე - დიქტატორი თუ ბელადი? ვინ იყო სინამდვილეში სტალინი, რატომ წამოიწია დღეს კატინის თემამ, და რატომ უჩივიან ჯუღაშვილები ”ნოვაია გაზეტას” და ”ეხო მასკვის”? ”ჯორჯიან თაიმსი” იაკობ ჯუღაშვილს ესაუბრა.

- სტალინის ეპოქა და სტალინის როლი იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებში სრულიად სხვადასხვა რამ არის. სტალინს უწოდებენ დიქტატორს და აბრალებენ იმას, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო. დიქტატორი არის ის, ვისაც აქვს რეალური ძალაუფლება. სტალინს 1941 წლამდე არ ეკავა არანაირი სახელმწიფო პოსტი. მის დაქვემდებარებაში არ იყო არცერთი მილიციონერი და არცერთი ჯარისკაცი, მაგრამ სტალინი იყო ბელადი. მის კოლეგებს ისედაც სჯეროდათ მისი, რადგან სტალინი 1924 წელს არ დაბადებულა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ისინი ერთად მოდიოდნენ რევოლუციული ბრძოლებიდან. კოლეგიალური მმართველობის პირობებში დრომ აჩვენა, რომ რასაც სტალინი ამბობდა თუ წერდა ყოველთვის მართლდებოდა.

- მისი პიროვნების შესახებ დღემდე ორი მოსაზრება არსებობს. საქართველოში მას დღემდე ეთაყვანებიან, ხალხის ნაწილი დიქტატორადაც მიიჩნევს. მაინც, რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის კარგი ან ცუდი?

- მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ სტალინის საქართველოს, ან თუნდაც რუსეთის მაშტაბამდე ჩამოყვანის. ეს სტალინის დამცირებაა! იგი საბჭოთა კავშირის ბელადი იყო! დღევანდელი რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირი ემსახურებოდა თავის ხალხს. სტალინი დღეს უნდა განიხილებოდეს როგორც გამაერთიანებელი ძალა არა მხოლოდ ქართველი და რუსი ხალხის მიერ, არამედ ყველა იმ ხალხების მიერ, ვინც დღეს იმყოფება დასავლური ფაშიზმის მარიონეტების მმართველობის წნეხის ქვეშ.

- ახლახან კატინში დახვრეტილ პოლონელებს მემორიალური ძეგლი დაუდგეს.

- მოდით, მოგახსენებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს პოლონეთის შესახებ. 1934 წელს (ანუ გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის ერთი წლის თავზე) პოლონეთი ხდება გერმანიის ოფიციალური მოკავშირე. 1938 წლის ზაფხულში, როდესაც გერმანიამ შემოიერთა ავსტრია, პოლონეთმა არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა თავისი მოკავშირის საფრანგეთის წინაშე და არ შეეწინააღმდეგა გერმანიის მიერ ავსტრიის დაპყრობას. იმავე 1938 წლის შემოგდომაზე მიუნჰენის შეთქმულების შედეგად, არა მხოლოდ გერმანია ყლაპავს ჩეხოსლოვაკიას, არამედ პოლონეთმაც მოაკბიჩა ჩეხოსლოვაკიას ტეშინის ოლქი. ეს ქმედება პოლონეთს არ შეუთანხმებია თავად მიუნჰენის პაქტის მონაწილეებთანაც კი.


1939 წელს პოლონეთმა ჩაშალა საბჭოთა კავშირის, საფრანგეთის და ინგლისის მოლაპარაკებები ანტიჰიტლერული პაქტის შექმნის შესახებ. იმავე წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს ესხმის პოლონეთს და უკვე 10 სექტემბრისთვის პოლონელი მამულიშვილები, პოლონეთის მთავრობა და გენერალიტეტი, ამაყად, და რაც მთავარია, მამაცურად ტოვებენ პოლონეთის ტერიტორიას.

1943 წლის 13 აპრილს ჰებელსმა, მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის განხეთქილების შეტანის მიზნით, გამოაცხადა, რომ 1940 წელს საბჭოთა ებრაელებმა დახვრიტეს რამდენიმე ათასი პოლონელი ოფიცერი. ორი დღის შემდეგ, 15 აპრილს, პოლონეთის მთავრობის გაქცეულმა მეთაურმა და ინგლისის მოკავშირემ, ვლადისლავ სიკორსკიმ, საჯაროდ დაადასტურა ჰებელსის განცხადება ყოველგვარი გამოძიების თუ დაზუსტების გარეშე.

1944 წელს ინგლისელები აპირებდნენ ნორვეგიაში დესანტის გადმოსხმას, რათ გერმანელები ”ჩაეკეთათ” ბალტიის ზღვაში. მაგრამ ეს გეგმა გახდა ცნობილი გერმანელებისათვის. ინგლისელების მოთმინების ფიალა აივსო და 1944 წელს მაროკოდან ლონდონში მიმავალი სიკორსკის თვითმფრინავი ვარდება გიბრალტარის სრუტეში. გადარჩნენ ინგლისელი პილოტები, ხოლო სიკორსკი და მისი შვილი დაიღუპნენ...

როგორც ჩანს, პოლონეთის მაშინდელმა მთავრობამ (”ელიტამ”) უღალატა ყველა თავის მოკავშირეს (და რაც მთავარია თავის ხალხსაც) რითიც გამოიწვია მე-2 მსოფლიო ომის გაჩაღება. ჰებელსის პროპაგანდისტულმა ილეთმა გაზარდა გერმანიის ჯარი 1,8 მილიონი მოხალისე ჯარისკაცით, გაახანგრძლივა ომი და შესაბამისად გაზარდა მსხვერპლი...

კატინის თემამ წინა პლანზე წამოიწია 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს სათავეში უკვე ღიად მოღვაწეობდნენ მოღალატეები. მათ ინტერესებში იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და ერთერთი აუცილებელი პირობა იყო ვარშავის ხელშეკრულების მოშლა. ხელშეკრულების გაუქმება ნიშნავდა პოლონეთის ნატოში გაწევრიანებას (იგივე დანიშნულება ჰქონდა მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულების ეგრეთ წოდებული ”საიდუმლო დამატებით პროტოკოლის”, რომელიც არავის უნახავს)

ახლა კი კატინის თემა სჭირდებათ დასავლელ ფაშისტებს, რათა გამოსძალონ კომპენსაცია უკვე რუსეთის ფედერაციას. ამ საკითხთნ დაკავშირებით შესწავლილმა მასალამ დამარწმუნა, რომ პოლონელები სმოლენსკთან (კატინის ტყეში) 1941 წელს დახოცეს გერმანელებმა, როცა სმოლენსკი უკვე მათი კონტროლის ქვეშ იყო. დღეს ყველა, ვინც კატინში პოლონელების მკვლელობას აბრალებს საბჭოთა კავშირს და ამას პოლიტიკური კარიერის თუ სხვა მიზნებისათვის იყენებს, ისინი ჰებელსის სულიერი შვილები არიან და მათ ჩემს მტრებად მივიჩნევ.

ჩვენი საუბრის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, ეს თემა განვავრცო, ამიტომ იმათ, ვისაც ჯერ კიდევ გააჩნია ღირსება, და საღი აზროვნება, ვურჩევდი გაეცნოს იური მუხინის(Юрий Мухин) ნაშრომებს ”კატინსკი დეტეკტივ”(Катынский детектив), კინოფილმს ”კატინსკაია პოდლოსტ”(Катынская подлость) და უახლეს ნაშრომს ”სუდ ნად სტალინიმ” (Суд над Сталиным), სადაც თავმოყრილია კატინის მკვლევარების: სერგეი სტრიგინის(Сергей Стрыгин), ვლადისლავ შვედის (Владислав Швед), და თავად იური მუხინის არგუმენტები. მინდა დავაინტერესო მკითხველი და ვუთხრა, რომ სერგეი სტრიგინმა აღმოაჩინა სიყალბის 49 ნიშანი ”განსაკუთრებული პაკეტის #1”-ის საბუთებში.

- როგორც ჩანს, თქვენ საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად აფასებთ. თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ იგი საქრთველოს ისტორიის ერთ-ერთი ბნელი პერიოდი იყო?

- დიახ, ნამდვილად ბნელი პერიოდი იყო. დაგისაბუთებთ. კაციჭამია კომუნისტებმა შექმნეს იმდენად გაუსაძლისი პირობები, რომ საქართველოს მოსახლეობა 2,7 მილიონიდან (1914 წლის მონაცემებით) გაიზარდა 6,7 მილიონამდე (1986 წლის საკავშირო აღწერის მონაცემების მიხედვით), სადაც ქართველი ეროვნების მოსახლეობა პროცენტულად შეადგენდა არანაკლებ 70%-ისა. არნახული საშინელება ხდებოდა განათლების სისტემაშიც. იგი იყო უფასო და საუკეთესო მსოფლიოში. მაგრამ ეს არაფერია იმ სისასტიკესთან შედარებით, რასაც ჰქვია უფასო ჯანდაცვა., რომელიც შეიცავდა არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში უფასო მკურნალობას, არამედ სამედიცინო-გამაჯანსაღებელ სისტემას (სანატორეუმები, დასასვენებელი სახლები, პიონერთა ბანაკები და სხვა). გეთანხმებით, ეს იყო ქართველი ხალხის ნამდვილი გენოციდი.

ახლა კი ირონიის გარეშე.

საბჭოთა კავშირი, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყანა, არ იყო დაზღვეული კრიზისებისაგან. ეს ნორმალური მოვლენაა. მაგრამ ირ არ ჰგავდა სხვა ქვეყნებს, რადგან მისი ფილოსოფია გაცილებით უფრო პროგრესული იყო. აქედან გამომდინარე, მას სხვაგვარი კრიზისი ემუქრებოდა. საბჭოთა ცივილიზაციის უბედურება იყო ის, რომ მისი ავანგარდი - კომუნისტური პარტია, გახდა პარაზიტული წარმონაქმნი. ეს კარგად ესმოდა სტალინს ჯერ კიდევ 1936 წელს, როდესაც მან დააპირა კომუნისტური პარტიის ფუნქციების შეზღუდვა. 1936 წელს სტალინის მიერ წარდგენილი კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდათ არა მხოლოდ კომპარტიის წევრებს , არამედ უპარტიოებსაც.

ეს იყო სტალინის ლაშქარი პარტიული ”ოლიგარქიის” (ანუ პარტიული ორგანიზაციების პირველი მდივნების) წინააღმდეგ. სტალინმა წააგო ეს ბრძოლა, მაგრამ გადარჩა ფიზიკურად. 1952 წელს პარტიის მე-19 ყრილობაზე ისევ სცადა პარტიული ნომენკლატურის შევიწროვება. სამწუხაროდ, ეს მცდელობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, იგი მოკლეს. სტალინის მკვლელობის უშუალო ორგანიზატორის, ხრუშოვის, ანტისტალინური კამპანია იო სხვა არაფერი, თუ არა ჩადენილი დანაშაულის შენიღბვა და სტალინის მიერ წამოწყებული რეფორმების შეჩერება.

კომუნისტური პარტია იქცა ანტიკომუნისტების ბუნაგად! რატომ გვიკვირს, რომ დღეს სიტყვები ”კომუნისტი” და ”ბოლშევიკი” არის საგინებელი სიტყვები? მიმაჩნია, რომ გონიერი და პატიოსანი ხალხი ცდილობდა საბჭოთა კავშირის განკურნებას, ხოლო გონებაშეზღუდულებს და ნაძირლებს სურდათ კავშირის მკვლელობა.

- მამათქვენმა, ევგენი ჯუღაშვილმა, ”ნოვაია გაზეტას” უჩივლა...

- საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს რუსეთში არ არსებობს ნორმლური დისკუსიის პირობები და შეუძლებელია მოითხოვო რომელიმე მასობრივ საშუალებისაგან ან პიროვნებისაგან, აგოს პასუხი თავის სიტყვებზე. ჩვან გამოვიყენეთ სასამართლო, როგორც ალტერნატიული სადისკუსიო არენა. ამან გამოიღო არნახული შედეგი, რადგან ამ პროცსმა გამოააშკარავა ანტისტალინისტების ჭეშმარიტი არსი, მათი გონებრივი სისუსტე და, რაც მთავარია, მათი პოზიციის დამცავი არგუმენტების უქონლობა. ამ სასამართლოსთან დაკავშირებული მასალა გამოიცა ცალკე წიგნის სახით, სახელწოდებით ”სუდ ნად სტალინიმ”. წიგნის ავტორი გახლავთ სასამართლო პროცესის უშუალო მონაწილე იური მუხინი. წაიკითხეთ, არ ინანებთ. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ http://www.jugashvili.com/press/sud_nad_stalinim_1.html )

- თქვენ ახლა მეორე სასამართლო გაქვთ ისევ სტალინთან დაკავშირებით.

- ამჟამად მიმდინარეობს მეორე სასამართლო ”ეხო მასკვი” წინააღმდეგ, რომელმაც გამოაქვეყნა მასალები იმის შესახებ, თითქოს სტალინმა მოაწერა ხელი საიდუმლო განკარგულებას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მეცემული 12 წლის ბავშვების დახვრეტის შესახებ. დაფიქრდით, რა მარაზმს ქადაგებს ”ეხო”. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუკი ეს განკარგულება იყო საიდუმლო, როგორ ახერხებდა სასამართლო განაჩენის გამოტანას? დანარჩენს კომენტარს აღარ დავურთავ. დაველოდოთ სხდომას. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ http://www.jugashvili.com/press/ekho_na_skovorodke.html )

- რა შეფასებას მისცემდით ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ მერაბიშვილის ინტერვიუს. სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით?

- სტალინის ძეგლი არაფერ შუაშია. მათ არ ასვენებთ სტალინის საქმის სიმართლე და უკვდავება. ერთმა ადამიანმა ჩამოაჱალიბა ფორმულის მაგვარი რამ, რომელიც ასე ჟღერს: რაც უფრო ვშორდებით სტალინს, მით უფრო ვუახლოვდებით ჰიტლერს. მართლაც ასეა. დასავლეთი მიექანება ახალი ჰიტლერისაკენ და თავისი გოშიების მეშვეობით ჩვენც თან მიგვაქანებს.

ეკა ბუჩუკური

 

Share |