2009

იური მუხინი:

”...მიმაჩნია, ქართველებმა უნდა იცოდნენ: რუსმა, წარმოშობით ქართველმა, განსაზღვრა ვარსკვლავური საათი არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში...”


 ”ჯორჯიან თაიმსი” იური მუხინს გაესაუბრა. იური მუხინი, წარსულში ”ერმაკოვსკი”-ს მეტალურგიული გიგანტის ერთერთი ხელმძღვანელი, ამჟამად კი პუბლიცისტი, ისტორიკოსი, გაზეთ ”დუელის” მთავარი რედაქტორი, ”საქმოკრატიის”(Делократия) თეორიის ფუძემდებელი, ორმოცამდე კვლევითი წიგნის ავტორი. მათ შორის ” Наука управлять людьми” , ” Командировка в государство Солнца ” , ”Катынский детектив” ”Антироссийская подлость”, ”Суд над Сталиным”.


-თქვენი შრომები ძირითადად სსრკ-ს ისტორიისა და სტალინისადმია მიძღვნილი. რა უნდა იცოდნენ ქართველებმა სტალინისა და მის როლზე სსრკ - ს ისტორიაში?

- მიმაჩნია, ქართველებმა უნდა იცოდნენ: რუსმა, წარმოშობით ქართველმა, განსაზღვრა ვარსკვლავური საათი არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში (ეს არაა საქართველოს აპოლოგეა, რამდენადაც მე ვთვლი, რომ საქართველომ პირველმა უღალატა საბჭოთა კავშირს, ამდენად დღევანდელ ქართველებს ვერაფრით ვერ შევაქებ). რამდენადაც იმ დროს იყო ბერიაც, რასაც ვერ გავექცევით, კაცობრიობის ვარსკვლავური საათი ნამდვილად ქართული იყო. ვშიშობ, რომ დღეს საქართველო რუსეთისგან არ განსხვავდება და თავისი სამშობლოს ისტორიის შესახებ მხოლოდ ხრუშჩოვის ტყუილებიდან იციან, რომელსაც ის დასავლეთის დავალებით ახმოვანებდა.

გასული საუკუნის პირველ ნახევარში, სსრკ - ს მოსახლეობა დიდ გაურკვევლობასა და საშიშროების წინაშე იდგა. საშიშროების წუთებში (თუ მას გააცნობიერებ) ნებისმიერი გონიერი ხალხი წამოაყენებს ბელადად ყველაზე ჭკვიან და სამართლიან ბელადს, მასთან ერთად გაიმარჯვებს და ამაღლდება. ვისი ხელმძღვანელობით გავხდით ჩვენ რუსი (საბჭოთა) ხალხი ზეადამიანები? ვისი ხელმძღვანელობით ავმაღლდით? ვისი ხელმძღვანელობით დავაჩოქეთ მთელი ფაშისტური ევროპა და კოსმოსში ავიჭერით? რა, ამერიკელი მრჩევლები გვყავდა მოწვეული?

დაფიქრდით ამაზე და მიხვდებით, საიდან აქვს დასავლეთს სტალინის მიმართ ასეთი სიძულვილი. დასავლეთისთვის სტალინი კი არ არის საშიში, არამედ ჩვენ, რუსები (საბჭოელები), როცა ჩვენ ვხდებით ზეადამიანები და როცა ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაღწევთ. სტალინს კი არ ასხამენ ლაფს ადგილობრივი და იმპორტული ანტისტალინისტები. მას აკლდება რამე ჩირქის მოცხებით? ვინ ისინი და ვინ სტალინი? ეს სასაცილოა. სტალინისადმი ცილის წამებით ჩვენს წინაპრებს და შესაბამისად, ჩვენც გვამცირებენ.

სტალინი იყო რეალური, ნამდვილი ხელმძღვანელი - ის, ვინც პირადად ხელმძღვანელობდა, და არა მხოლოდ ხელს აწერდა ბიუროკრატიული აპარატის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და არ კითხულობდა ამავე აპარატის მიერ მომზადებულ სიტყვას. (ასეთი ხელმძღვანელები დღეს არ არიან). და როგორც ხელმძღვანელს, სტალინს ბადალი არ ჰყავდა მსოფლიო ისტორიაში. ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ.

მეორე მსოფლიო ომში სსრკ სტალინის ხელმძღვანელობით, ფაქტიურად მთელ ევროპას შეებრძოლა და გერმანიისა და მისი მოკავშირეების 75% შეიარაღებული ძალები გაანადგურა, (15 % ამერიკის ხარჯზე მოდის, ხოლო ბრიტანეთის 10% ). მეორე მსოფლიო ომმა იმ სიმდიდრის მესამედი გაანადგურა, რაც ჩვენმა წინაპრებმა რიურიკიდან დაწყებული დააგროვეს, და, მიუხედავად ამისა, 1947 წელს სსრკ - მ გააუქმა ბარათები პროდუქტებზე - ომიდან ორი წლის შემდეგ, საფრანგეთმა ეს 1949 წელს შესძლო და ინგლისმა მხოლოდ 50 - იანი წლების დასაწყისში... თანაც ამ ქვეყნებში პროდუქტები ბარათებითაც კი ისეთი ძვირი იყო, რომ შეძენა შეუძლებელი იყო მოსახლების უმრავლესობისათვის.

სსრკ - ში 5 წლის შემდეგ ბარათები გაუქმდა. პური, ხორცი, ზეთი უკვე ორჯერ იაფი ღირდა, ვიდრე ბარათების გაუქმებამდე, შაქარი კი სამჯერ ნაკლები. ამ 5 წლის განმავლობაში აშშ - ში პურზე ფასი ერთი მესამედით, ინგლისში ორჯერ, საფრანგეთში კი ორჯერ მეტად გაიზარდა. ხორცზე ფასმა აშშ - ში ერთი მეოთხედით, ინგლისში - ერთი მესამედით, საფრანგეთში კი ორჯერ მოიმატა. 1952 წელს არა მარტო სსრკ - ს დედაქალაქებში, არამედ საოლქო ცენტრებშიც უკვე მაუწყებლობდა ტელევიზია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში მასზე არც ოცნებობდნენ.

სტალინურ სსრკ - ს ეკონომიკური ზრდის ტემპებით, მისი მკვლელობის შემდეგაც კი ათწლეულობის მანძილზე, ვერავინ ვერ უსწრებდა.

მე 22 წელი ვიმუშავე ქარხნის ხელმძღვანელად და ვიცი, რას ნიშნავს მართვა. მე პირადად 1500, ირიბად კი 6000 ადამიანს ვხელმძღვანელობდი, სტალინი კი 100 მილიონს და როგორი ეფექტით! მე ეს აღტაცებას მგვრის - აი, ეს არის კაცობა! თქვენ თუ გინდათ იყოთ ის, როგორსაც ოცნებობს დასავლეთი დაგინახოთ - კაცუნებად - სულელურად გაიმეორეთ, რომ სტალინმა დახოცა ასი მილიონი უდანაშაულო ადამიანი, მაგრამ თუ თქვენ ადამიანები ხართ, დაფიქრდით, ამ უდიდეს ადამიანზე.

მე უკრაინელი ვერ და მინდა ქართველებს მოგმართოთ უკრაინელი პოეტის შევჩენკოს სიტყვებით: ”სლავნიხ პრადედოვ ველიკიხ, პრავნუკი პოგანიე”. (Славных прадедов великих,правнуки поганые). ასევე ვართ, ჩვენც, უკრაინელები.

- თქვენ სტალინის შვილიშვილის ევგენი ჯუღაშვილის ერთ - ერთი წარმომადგენელი ხართ, ”ნოვაია გაზეტას და ”ეხო მასკვის” წინააღმდეგ სასამართლო პროცესებზე. რატომ დათანხმდით ამ პროცესებში მონაწილეობას?

- არ მინდა ვიყო ”პოგანი პრავნუკი”

-მალე 9 მაისია. რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ წითელ მოედანზე სტალინის პორტრეტების ნაცვლად ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცები ჩაივლიან?

- დღევანდელ რუსეთს, ისე როგორც სნგ - ს სხვა ქვეყნებს, ამ დღესასწაულის აღნიშვნის უფლება არ აქვთ - მათ არ გაუმარჯვიათ ამ ომში. გაიმარჯვა სსრკ - მ. დღეს მიღწეულია ჰიტლერის მიზანი - სსრკ დაშლილია ნაწილებად და ეს ნაწილები გერმანიის კოლონიებია. ამიტომ, სტალინის პორტრეტების სნგ - ს ქვეყნების ხელმძღვანელთა მიერ გამოკიდება უადგილოდ მეჩვენება. მათ უნდა გამოკიდონ ჰიტლერის, ვლასოვის (ეს ის ვლასოვია, რომელიც დღევანდელი რუსეთის დროშით ჰიტლერისთვის იბრძოდა), გორბაჩოვის, ელცინის და შევარდნაძის სურათები. აი, ისინი არიან სსრკ - ს გამარჯვებულები, სტალინს კი თავიანთი უწმინდური ხელებით ნუ ეხებიან.

როგორც იხსენებს დიმიტროვი თავის დღიურებში, 1937 წლის 7 ნოემბერს ვოროშილოვთან გამართულ საზეიმო ვახშამზე სტალინმა სიტყვა მოითხოვა, დადებითად მოიხსენია მეფეები, რომელთაც ბოლშევიკებს კამჩატკამდე ”ერთიანი და განუყოფელი” ქვეყანა დაუტოვეს და დასძინა:

”...თითოეული ნაწილი, რომელიც იქნებოდა მოწყვეტილი საერთო სოციალისტურ სახელმწიფოს, იქნებოდა არა მარტო დანაკარგი, არამედ ვერც შეძლებდა დამოუკიდებლად არსებობას და აუცილებლად სხვის მონობაში მოექცეოდა. ამიტომ თითოეული, ვინც შეეცდება დაარღვიოს სოციალისტური სახელმწიფოს ერთობა, ვინც იბრძვის მისგან გამოყოს ცალკეული ნაწილები და ეროვნებები, მტერია, სახელმწიფოს და ხალხის დაუძინებელი მტერი, და ჩვენ გავანადგურებთ თითოეულ მათგანს, თუნდაც ის ძველი ბოლშევიკი იყოს, გავანადგურებთ მის გვარს ოჯახს. თითოეულს, ვინც თავისი ქმედებებით და აზრებით (დიახ, აზრებით) ზიანს მიაყენებს სოციალისტურ სახელმწიფოს, დაუნდობლად გავუსწორდებით. დაე, იყოს ყველა მტრის და მათი ოჯახების განადგურებისა!...”

სნგ - ს დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გააკეთეს ის, რის გამოც სტალინი მთელ მათ მოდგმას განადგურებით ემუქრებოდა - დაანგრიეს სსრკ, მისი ნაწილები კი მონობაში გადასცეს. სტალინი რომ ცოცხალი ყოფილიყო, პუტინი და სააკაშვილი დღეს ახლო მეგობრები იქნებოდნენ, რადგან სტალინი, ქართველი და რუსი ხალხის თანხმობით, ორივეს ორყურიანი ხერხით ციმბირის შორეულ ტყეებში ხის დახერხვას დაავალებდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რატომ არ უყვართ მათ სტალინი.

- საქართველოში ფაქტიურად არ იციან, რომ ერთ - ერთი თქვენი გამოკვლევა გერმანელებისა და სიონისტების თანამშრომლობას ეხება. ამის დაჯერება საკმაოდ რთულია, რადგან ყველასათვის ცნობილია, როგორ ანადგურებდა ჰიტლერი ებრაელებს.

- ორი სიტყვით ამის გადმოცემა საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანებმა იციან არა ისტორია, არამედ ისტორიის შესახებ არსებული მითი. მათ არ იციან, რომ სიონისტები თითქმის ასწლეულ მანძილზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ, მაგრამ მაინც ვერ შესძლეს პალესტინაში ისრაელის შექმნა, რადგან ებრაელებს სურდათ მუსიკოსებად და ესტრადის მომღერლებად არსებობა და არა ქარხნების და მინდვრებში მუშაობა.

არსებობდა ჰიტლერსა და სიონისტებს შორის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჰიტლერმა ვალდებულება აიღო ინგლისისთვის წაერთმია პალესტინა და იქ ძალით გადაესახლებინა ევროპელი ებრაელები. ისინი ევროპელ ებრაელებში ცდილობდნენ გამოეწვიათ შიში, საბჭოთა ებრაელების დახოცვის ფაქტით რადგან საბჭოთა ებრაელები ”ხარვეზიან” ებრაელებად მიაჩნდათ, რადგან არ სურდათ პალესტინაში კიბუცების დაარსება, თუმცა დაარსეს კოლმეურნეობები სსრკ - ში, არ სურდათ შეექმნათ ისრაელი პალესტინაში, სამაგიეროდ შექმნეს ებრაული ავტონომიური რესპუბლიკა.

საბჭოთა ებრაელებს კი ადგილობრივი კოლაბორაციონისტები და სიონისტები პირადად ხვრეტდნენ. ბევრმა არ იცის, რომ სიონისტები არწმუნებდნენ ადგილობრივ ებრაელ მცხოვრებლებს, რომ ისინი დასახვრეტად კი არა, გადასახლებაში მიჰყავდათ.

წელს ბრესტის ოლქის კამენეცკის რაიონის სოფელ ვოლჩინში მცხოვრები ებრაელები გერმანელებმა სპეციალურად მოყვანილი რაბინის მეშვეობით დახვრიტეს. კიეველი ებრაელები ბაბი იარში (Бабьий Яр) 9 კიეველი რაბინის მეშვეობით დახვრიტეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვილნიუსის გეტოს ბედი, რომელსაც ებრაელი რასისტი იაკობ გენსი ხელმძღვანელობდა. მისი დახმარებით გერმანელებმა 38000 ვილნიუსელი ებრაელი და კიდევ მრავალი ათასი ლიტველი ებრაელი დახვრიტეს. გენსი რიგრიგობით აგზავნიდა ებრაელებს და არწმუნებდა, რომ ისინი გეტოდან უბრალოდ გადასახლებაში მიჰყავდათ. იმდენად ძლიერი იყო გენსის დარწმუნება, რომ როცა ადგილობრივმა ლიტველებმა ამის შესახებ გაიგეს და შეეცადნენ კოლონებად მიმავალი ებრაელებისთვის შეეტყობინებინათ და გაქცევას ურჩევდნენ, ებრაელები ამაყად თავაწეულები პასუხობდნენ: ”თქვენ პირველებს დაგხვრეტენ!”.

ვილნიუსის გეტოს ებრაელი რასისტების სიმდაბლის აპოთეოზი იყო, იაკობ გენსის და ებრაული პოლიციის უფროსის დესლერის მიერ ებრაელთა მასობრივი დახვრეტა ოშმიანში. ებრაულმა პოლიციამ დახოცა ებრაელები, და არა გერმანელებმა ან ლიტველებმა. მთელი ომის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ევროპელმა ებრაელებმა წინააღმდეგობა გასწიეს, ვარშავის გეტოში აჯანყდნენ და დახოცეს ცნობილი სიონისტი ალფრედ ნოსსიგი და ებრაული პოლიციის უფროსი.

- 1995 წელს გამოიცა თქვენი წიგნი ” კატინსკი დეტეკტივ”, სადაც თქვენ ამტკიცებთ, რომ მაშინდელი სსრკ - ს ხელმძღვანელობა არ იყო თანამოზიარე კატინში პოლონელების დახვრეტისა. რა დამამტკიცებელი ფაქტები არსებობს თქვენეული ვერსიის?

- 2005 წელს, ამ წიგნის გამოშვების შემდეგ, მე დავწერე კვლევა ”ანტირასიისკაია პოდლოსტ”. წიგნში 700 - მდე ფურცელი და დაახლოებით ამდენივე დამოწმებული წყაროს ფაქტია. 2005 წლის შემდეგ ფაქტები და მოსაზრებები უფრო გაიზარდა. მოკლედ შემიძლია გითხრათ. სსრკ - ს არ ჰქონდა პოლონელთა დახვრეტის მოტივი. ისინი დახვრეტილები და დასაფლავებულნი იყვნენ იმ მინდორზე, სადაც ჯერ კიდევ 1941 წელს არსებობდა პიონერთა ბანაკი. ისინი გერმანული იარაღით არიან დახოცილები და გერმანული თოკებით აქვთ ხელები შეკრული. ე.წ. ”დახურულ პაკეტ #1 - ში არის 7 დოკუმენტი, რომელიც მოწმობს პოლიტბიუროს ვითომდა მონაწილეობაზე პოლონელთა დახვრეტაში. ამ დოკუმენტს გააჩნია 50 - ზე მეტი სიყალბე და არის კიდევ ასობით ასეთი ფაქტი.

იმის მტკიცება, რომ პოლონელი ოფიცრები ნკვდ - ს მიერაა დახვრეტილი, შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ამის შესახებ არაფერი არ იცის და არ უნდა იცოდნენ, გარდა იმ თაღლითებისა, ვინც ამ საქმის ფალსიფიცირებას ახდენს.

-თქვენ ”არმია ვოლი ნაროდა” -ს დამფუძნებელი და ლიდერი ხართ, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და რა არის მისი მიზანი?

დღევანდელი მთავრობა და მისი მიმდევრები აკეთებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ ამაზე პასუხს არ აგებენ - არავინ სთხოვს მათ პასუხს იმაზე, რაც ხალხს ავნებს. თუ არავინ არ სთხოვს პასუხს, რატომ არ უნდა იყვნენ ქურდები და სულელი უსაქმურები? ქურდს ხომ შემთხვევა აქცევს ქურდად, უპასუხისმგებლო ხელისუფლება კი ქურდების სამოთხეა.

მაგალითად თქვენ ჯდებით ავტობუსში, იხდით მგზავრობის საფასურს და მძღოლის პირობას გაძლევთ, რომ დანიშნულების ადგილამდე უვნებელად მიგიყვანთ. მან კი შეცდომით, ან თუნდაც დოყლაპიობით, ავარია მოახდინა და თქვენ დაშავდით. თუ მძღოლი გეტყვით - მერე რა, რომ სისხლისგან იცლებით, მე კი დასასვენებლად მივდივარ. ის, თუ გამძიინვარებულ მგზავრებს გადაურჩა, სასამართლოს გადასცემენ, სადაც 12 მსაჯული მის დამნაშავეობას გადაწყვიტავს. რას აკეთებს მთავრობა, რომელიც თქვენგან გადასახადებით ფულს იღებს და გპირდებათ ნათელ მომავალს? ისინი უკვე 20 წელია ხელს გვიქნევენ და გვეუბნებიან ”თქვე უაზროებო, ხმას რომ გვაძლევთ, თქვენ რუსეთში გადადით ყირამალაზე, ჩვენ მოპარული მილიონებით დასასვენებლად წავალთ.”

ხალხი ბატონია, დეპუტატები და პრეზიდენტი კი ხალხის მსახური. ხალხს კი აქვს უფლება თავისი შვილების წინაშე, თავისი მსახური დაუდევრობისთვის დასაჯოს, ან კარგი საქციელისთვის წაახალისოს. საჭიროა კანონი, რომლის მიხედვითაც თითოეულ არჩევნებზე, თითოეული ამომრჩეველი ახალი მთავრობის შემადგენლობის ბიულეტინებთან ერთად, მიიღებს ძველი, შესაცვლელი მთავრობის ვერდიქტის პროექტს, სადაც ეწერება: ”ღირსია წახალისების”, ”ღირსია დასჯის” და ”შედეგის გარეშე”. აი, ამ კანონის მიღება წარმოადგენს ”ხალხის ნების არმიის” ანუ АВН-ის მიზანს.

-თქვენი აზრით, როგორი იქნება ქართველი და რუსი ხალხის შემდგომი ურთიერთობები?

- რუს და ქართველ ხალხს ურთიერთობები ცუდი ექნებათ, რადგანაც ეს არის ურთიერთობა არა ხალხებს შორის, არამედ სააკაშვილებსა და პუტინებს შორის. ჩვენი მომავალი - ეს ერთიანი ოჯახია.

ეკა ბუჩუკური

Share |